მატეის დე ლიხტი - კრიშტიანო რონალდო თავისი თაობის უდიდესი ფეხბურთელია
ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიხტი იტალიურ კლუბში თავისი შთაბეჭდილებების შესახებ საუბრობს.
„კრიშტიანო რონალდო თავისი თაობის უდიდესი ფეხბურთელი და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ნამდვილი მაგალითია. ვცდილობ, საკუთარი თამაში გავაუმჯობესო და თან მის ვარჯიშებს ვუყურებ, რადგან ასეთ ინტენსივობას სხვა არც ერთი ფეხბურთელი არ ავლენს. რომ ვუყურებ, საკუთარ თავს ვეკითხები: „ნუთუ ის მართლა 35 წლისაა?“ ჩვენ არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს და ბევრი კარგი ფეხბურთელი. ყველაზე მხიარულები ლათინოამერიკელები არიან. რონალდოს გარდა ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენენ დიბალა და ბეტანკური. მათ საოცარი ტექნიკა აქვთ“, – მოჰყავს დე ლიხტის სიტყვები „ტუტოსპორტს“.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი „აიაქსიდან“ ტურინულ გრანდში 2019 წელს გადავიდა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. წლევანდელ სეზონში მან 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.