მატეი შინი - ორი წლის წინ მძიმე სენს ვებრძოდი, ახლა ნაკრებში ვარ, ეს ნამდვილი ზღაპარია #1TVSPORT
მატეი შინი ერთ-ერთია იმ ორ ახალწვეულთაგან, რომელიც ალბანეთისა და საქართველოს წინააღმდეგ ერთა ლიგის მატჩებისთვის ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა გამოიძახა.
„ბანიკის“ 20 წლის ნახევარმცველმა მედიასთან ისაუბრა, როგორ დაძლია ორი წლის წინ მძიმე სენი და სირთულეების მიუხედავად, როგორ სურდა, ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა.
„როდესაც ორი წლის წინ საავადმყოფოში მძიმე სენს ვებრძოდი, მაშინაც კი ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ჩეხეთის ნაკრებში მიმიწვევდნენ, მაგრამ სურვილის ასე სწრაფად ასრულებას მაინც არ ველოდი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
პირველად ნაკრების მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა „ბანიკიდან“ ჩემი თანაგუნდელი ირჟი ბულა გამოიძახა. 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში ჩვენი გუნდის ორი წარმომადგენელი მოვხვდით.
ეს დიდი პატივია და სავიზიტო ბარათი გუნდისთვის, რომელიც უკვე დიდი ხანია კარგ ფორმაშია. ვიმედოვნებ, ასე გაგრძელდება და სხვა შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდიდან მეტ მოთამაშეს გამოიძახებენ“, – განაცხადა ჩეხეთის ნაკრების ახალწვეულმა.