მათე ვაწაძემ საქართველოს ეროვნულ ლიგაში სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა #1TVSPORT
მათე ვაწაძე ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი ავტორი გახდა. „გაგრის“ გამოცდილმა თავდამსხმელმა ქუთაისის „ტორპედოს“ კარი 28-ე წამზე აიღო.
ვაწაძემ გადაცემა ჩაჭრა, მცველს, ნიკა სანდოხაძეს აჯობა და კართან მიახლოებულმა ძლიერი დარტყმით „გაგრა“ დააწინაურა.
„გაგრასთვის“ ეს გოლი წარმატების მომტანი არ აღმოჩნდა და „ტორპედოსთან“ მატჩი 1:2 დათმეს. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ვაწაძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2009-2016 წლებში თამაშობდა საქართველოს ნაკრებში, მან 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.