მათე კვირკვია - ზამთარში აზერბაიჯანიდან წასვლის შანსი მქონდა # 1TVSPORT
აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის, „ქიაფაზის“ ქართველმა ლეგიონერმა, მათე კვირკვიამ „აზერისპორტის“ კითხვებს უპასუხა და საკუთარ მომავალზეც ისაუბრა. საქმე ის არის, რომ მისი გუნდი აუტსაიდერთა ზონაშია და პრემიერლიგიდან გავარდნის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, 26 წლის თავდასხმელმა გუნდი დატოვოს.
„თუ „ქიაფაზი“ პრემიერლიგაში ვერ დარჩება, ახალი გუნდის ძებნა მოგიწევთ. გიფიქრიათ ამ საკითხზე? გქონდათ თუ არა შეთავაზება აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან, საქართველოდან ან უცხოეთიდან?“ – კვირკვიამ ამ კითხვას უპასუხა.
„დიახ, ზამთარში შემეძლო სხვა გუნდში გადასვლა, მაგრამ უარი ვთქვი. ზაფხულამდე არსად წავალ. მინდა, გუნდს დავეხმარო და „ქიაფაზის“ წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო.
არის თუ არა შანსი, შედეგის მიუხედავად, სეზონის ბოლოს „ქიაფაზი“ დავტოვო? ეს სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული. სეზონის ბოლოს შემადგენლობა ალბათ გადახალისდება და არ ვიცი, მათ გეგმებში ვიქნები თუ არა. ისე მოვიქცევი, როგორც ჩემი კარიერისთვის იქნება უკეთესი“, – ამბობს მათე კვირკვია.