მათე ცინცაძე, რომელიც გასულ სეზონში ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, კარიერას ტალდიკორგანის „ჟეტისუში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ყაზახური პრემიერლიგის კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„კლუბს ქართველი ფეხბურთელი მათე ცინცაძე შემოუერთდა. თბილისის „ლოკომოტივის“ აღზდილი ნახევარმცველი იყო საქართველოს ასაკობრივი და ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი“, – წერია „ჟეტისუს“ გავრცელებულ ცნობაში.
მათემ ფეხბურთის თამაში ფოთში დაიწყო, შემდეგ 6 წელი თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა. 2013-2014 წლების სეზონის დასაწყისში კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელა. იმავე სეზონის ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრისას“ თბილისის „დინამომ“ შეიძინა. მათეს ასევე უთამაშია „პოგონში“ (პოლონეთი), „რუსთავში“, „კუკესში“ (ალბანეთი), „ელგავაში“ (ლატვია) და ბათუმის „დინამოში“, ხოლო „ტორპედოში“ 2021 წლიდან თამაშობდა.
მათე ცინცაძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი (17, 19 და 21-წლამდე) ნაკრების წევრი და ლიდერი. ეროვნულ გუნდში კი 2 მატჩი ჩაატარა. მისი ახალი კლუბი თურქულ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედოს“ 13 თებერვალს დაუპირისპირდა და მატჩი 0:0 დაასრულა.
კონტრაქტის დასრულების შემდეგ ცინცაძე უგუნდოდ იყო.
თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილი, ამ კლუბის გარდა, იყო „ტორპედოს“, თბილისის „დინამოს“, „რუსთავისა“ და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.