მათე ცინცაძე საქართველოში დაბრუნდა და „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT
მათე ცინცაძე საქართველოში დაბრუნდა და „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT

მათე ცინცაძე „გაგრაში“ ითამაშებს, გამოცდილი ფეხბურთელი უკვე ეროვნული ლიგის კლუბში ვარჯიშობს და ახალ სეზონზე გუნდს დაეხმარება.

29 წლის ნახევარმცველი ფოთში დაიბადა, მაგრამ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, „დინამო თბილისში“, პოლონურ „პოგონში“, „რუსთავში“, „ელგავაში“, ბათუმის „დინამოში“, ალბანურ „კუკეშში“, შემდეგ ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა, საიდანაც 2023 წელს ყაზახურ „ჟეტისუში“ გადავიდა.

მათე ცინცაძე იყო საქართველოს 17, 19, 21-წლამდე ნაკრებების წევრი, 2014 წლის სექტემბერში გამოიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის ფორმაც ორ მატჩში მოირგო. იყო სლოვენიაში გამართული 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე და ბრინჯაოსმედალოსანი.

„გაგრამ“ სეზონის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაიმატა – მეკარე გიორგი ბეგაშვილი, ასევე ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე და მათე ვაწაძე.