მათე ცინცაძემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა – ამის შესახებ 24 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„მოვიდა დრო „ტორპედოს“ გულშემატკივარს დავემშვიდობო და მსურს, დაუვიწყარი ერთი წლისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
ამ ერთი წლის განმავლობაში იყო საქართველოს თასი, სუპერთასი, ევროპალიგის პლეიოფი. იყო შესანიშნავი ატმოსფერო გუნდში, რაშიც დიდი წვლილი სამწვრთნელო შტაბს მიუძღვნის. მადლობა კახა ჩხეტიანს, რომლის როლი ამ ყველაფერში განსაკუთრებულია. მადლობა ფანებს, ვის მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობდი, და მადლობა გუნდელებს, ვისთან ერთადაც შევქმენით ის, რაც შევქმენით.
იმედი მაქვს, ერთმანეთს კიდევ შევხვდებით, იქამდე კი წარმატებებს გისურვებთ. მჯერა, „ტორპედო“ ისევ ისეთი წარმატებული იქნება, როგორიც იყო“, – წერს მათე ცინცაძე.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, მას სწორედ „ორდაბასში“ იწვევენ, რომელსაც ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე ავარჯიშებს.