მათე ცინცაძეს ლატვიაში დარჩენას სთავაზობდნენ, მაგრამ მან საქართველოში დაბრუნება და ბათუმის „დინამოში“ თამაში ამჯობინა – ეს 24 წლის ნახევარმცველმა საქართელოს პირველ არხთან განაცხადა.
„ბოლოს ლატვიის ვირსლიგის „ელგავაში“ ვთამაშობდი. გუნდმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა. მეორე ლატვიური გუნდი, „ვენტსპილსიც“ დამელაპარაკა. მათ გარდა, ქართული გუნდებიც დაინტერესდნენ, მაგრამ ბათუმის „დინამოში“ თამაში გადავწყვიტე, რადგან ბათუმში კარგი საფეხბურთო გარემოა და ხალხს ფეხბურთი უყვარს. ბუნებრივია, მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ფაქტორმა და „დინამოს“ ამბიციებმაც გავლენა მოახდინა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მათე ცინცაძე.
24 წლის ფეხბურთელი ფოთელია, საფეხბურთო პროფესიული კარიერა კი თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. უთამაშია ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „დინამოში“, პოლონურ „პოგონსა“ და „რუსთავში“, 2018 წლიდან კი „ტორპედოში“ თამაშობდა, საიდანაც ლატვიურ „ელგავაში“ გადავიდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წვერი და 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. მთე ცინცაძემ საქართველოს ეროვნული გუნდის ფორმა ორჯერ მოირგო.