„რუბინი“-„ახმატის“ მატჩის კომენტატორი - ასე მხოლოდ მესი თამაშობს, კვარაცხელია შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელია [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორმა Match Premier-მა მე-3 ტურში ყაზანის „რუბინისა“ და გროზნოს „ახმატის“ მატჩის (2:1) საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
კვარაცხელიამ „ახმატთან“ მოგებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა.
„მეორე ნახევარში ზონები უნდა გახსნილიყო და უფრო თავისუფლად ავთამაშდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბოლო წამამდე ვითამაშეთ, ხასიათი გამოვავლინეთ და მოვიგეთ“, – განაცხადა ხვიჩამ Match Premier-თან ინტერვიუში.
კვარაცხელიამ მოედანზე მთელი 90 წუთი გაატარა, გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ მოედანზე მაინც საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში ნაკლებად აქტიურმა მეორე ძალიან კარგად ჩაატარა.
ხვიჩა რომ აშკარად გადამწიფებულია რუსეთის ჩემპიონატისთვის, ამას მატჩის კომენტატორიც აღნიშნავდა – როცა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეტევა წამოიწყო, აღფრთოვანებული ამბობდა – „ასე მხოლოდ მესი თამაშობს“.