მატჩის გმირი 18 წლის ქართველია - დავითაშვილი რუსულ სიმბოლურში
მატჩის გმირი 18 წლის ქართველია - დავითაშვილი რუსულ სიმბოლურში

ზუკა დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურის შეხვედრა „ახმატთან“ კარგად ჩაატარა და რუსულმა გამოცემა „სპორტსმა“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

გარდა ამისა, დავითაშვილი საერთაშორისო სტატისტიკურ ინტერნეტგვერდ „ვჰუსქორის“ (WhoScore) ვერსიით, რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 10-ბალიანი სისტემით 18 წლის ქართველის თამაში 8,2 ქულით შეაფასეს.

ზუკა დავითაშვილი, ერთადერთი ქართველია, რომელმაც „რუბინში“ სამივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.

„უკვე მესამე მატჩია, 18 წლის ზურიკო დავითაშვილი „რუბინის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია“, – წერს რუსული გამოცემა „სპორტსი“.

საინტერესოა, რომ „რუბინმა“ პირველ ტურში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ (1:1) მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბოლო წუთებზე გოლის გამტანი 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. მოსკოვის „დინამოსთან“ (1:0) დამატებულ დროში გოლი 21 წლის ბექა მიქელთაძემ გაიტანა, ხოლო გროზნის „ახმატთან“ (1:0) მატჩის შემდეგ საუკეთესოდ ისევ ქართველი დაასახელეს.

ქართველების გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის ახალ სეზონში სამი თამაში ჩაატარა და 7 ქულით ლიდერებშია.