მატჩი „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ შორის კორონავირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ მიიჩნევა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველმა მატჩმა „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ (4:1) შორის, მნიშვნელოვნად იმოქმედა იტალიაში კორონავირუსის გავრცელებაზე, – ამის შესახებ წელს ესპანური რადიო Cadena Ser. ეს იყო ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, რომელიც მაყურებლების თანხლებით გაიმართა.
როგორც ირკვევა, მატჩი, რომელიც 19 თებერვალს მილანში შედგა, კორონავირუსის გავრცელების უმსხვილესი წყარო გახდა ლომბარდიის პროვინციაში.
თავდაპირველად, ვირუსი გავრცელდა ბერგამოში, ქალაქში, რომლის კლუბიც არის „ატალანტა“. და შემდეგ, ბერგამოელმა ფანებმა ავადმყოფობა მილანში შეიტანეს. სწორედ ამ ქალაქის მთავარ სტადიონზე – „სან სიროზე“ მართავს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს „ატალანტა“. ქალაქში მყოფმა ბერგამოელმა ფანებმა კორონავირუსი გადადეს ადგილობრივ მაცხოვრებელებსა და ვალენსიელ ფანატებს.
ცნობისთვის, კლუბ „ვალენსიას“ წარმომადგენელთა 35 პროცენტია კორონავირუსით დაინფიცირებული.
ამ მომენტისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაავადებულია 50 ათას ადამიანზე მეტი. 23 მარტის მდგომარეობით, დაფიქსირებულია 5476 სასიკვდილო შემთხვევა.