მატჩებში ხუთი ცვლილების წესი 2020-21 წლების სეზონშიც გავრცელდება
მატჩებში ხუთი ცვლილების წესი 2020-21 წლების სეზონშიც გავრცელდება

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო მომდევნო სეზონისთვისაც შეინარჩუნებს ხუთი შეცვლის წესს.

ეს წესი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ დაამტკიცეს.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა „ათლეტიკი“ იტყობინება, უახლოეს დროში ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებენ.

ბევრი ქვეყნის ჩემპიონატში ეს წესი წარმატებით გამოიყენეს.

ამასთან, უეფამ გამოაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ევროთასების მატჩებში შეცვლების რაოდენობა ისევ სამს დაუბრუნდება.