„მასტერშეფის“ მორიგი რეკორდები - უპრეცედენტო შედეგი ქართულ ონლაინსივრცეში
საქართველოს პირველ არხზე კულინარიული მეგაშოუ „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ფინალმა ონლაინ-სივრცეში მორიგი უპრეცედენტო რეკორდი დააფიქსირა – პირველად ქართული ციფრული მედიის ისტორიაში, ერთდროული ნახვების ოდენობამ თითქმის 75 ათასი შეადგინა (მონაცემებში არ შედის სხვა ციფრული პლატფორმების სტატისტიკა და ტელემაყურებელთა რაოდენობა).
ფინალის ფეისბუქ-ლაივს 44 776 ერთდროული მაყურებელი ჰყავდა, ხოლო იუთუბ-ლაივზე თითქმის 31 ათასი შეადგინა.
ოთხი სეზონის განმავლობაში „მასტერშეფის“ ოფიციალურ „ფეისბუქზე“ გამომწერთა ოდენობამ 447 ათასს გადააჭარბა!
ოთხი სეზონის განმავლობაში „მასტერშეფის“ იუთუბ-არხმა 120 ათასი გამომწერი შეიძინა, ჯამური ნახვების ოდენობამ კი 47 მილიონს გადააჭარბა!
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაყურებელთა 66% არის 18-იდან 34 წლის ჩათვლით.
მასტერშეფი