მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიაც დაამარცხა და პლეიოფში გავიდა #1TVSPORT
მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიაც დაამარცხა და პლეიოფში გავიდა #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია 3:1 დაამარცხა და ჯგუფიდან პლეიოფში გავიდა.

ირლანდიის დამარცხების შემდეგ ჩვენი გუნდი შოტლანდიას შეხვდა და პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. ლაშა თოთაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ შოტლანდიელმა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო მე-7 წუთზე ჯეჯო ჯალიაშვილმა გუნდის უპირატესობა ეფექტური და მოულოდნელი დარტყმით გაზარდა.

შეხვედრის მეორე ნახევარის 33-ე წუთზე ჯალიაშვილმა დუბლი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა. გასაგები გახდა, რომ საქართველოს ნაკრები გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდა. შოტლანდიელებმა 36-ე წუთზე კილი მაკლაჰანის გოლით მხოლოდ სხვაობა შეამცირეს.

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე ნაკრებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვა და მატჩში, რომელიც ხვალ გაიმართება, ჩვენი გუნდი პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.