მასტერლიგა | საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ოთხეულში მოხვდა - გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატიას დაუპირისპირდა, 1:0 დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოსვლა დაასრულა.
International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ოთხგზის ჩემპიონ რუმინეთთან 1:3 დამარცხდა და ოთხ საათში ხორვატიას შეხვდა.
ანგარიში პირველ ტაიმის მე-9 წუთზე ხორვატებმა გაიხსნეს. კონტრშეტევა გუნდის კაპიტანმა იოსეფ ჰალუშკამ დააგვირგვინა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ხორვატებმა მესამე ადგილი დაიკავეს, ჩვენმა გუნდმა კი ისტორიული შედეგი აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრით ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.