მასტერ-ტესტი უეფა-ს მწვრთნელთა კურსებზე - ექვს მწვრთნელს საერთაშორისო ლიცენზია გადაეცა
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის საგამოცდო მოდულის მასტერ ტესტი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.
კურსის მონაწილეებმა 4 დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩააბარეს. შედეგებიდან გამომდინარე, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მონაწილე ექვს მწვრთნელს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია უკვე გადაეცა.
სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით, სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი ტესტების შედეგებს შეაჯამებს და თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალურად აცნობებს. უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის აღნიშნული კურსი 2019 წლის 3 ივნისს დაიწყო და 6 მოდულისგან შედგებოდა. კურსის მონაწილე 25 მწვრთნელი ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებში მონაწილეობდა.