მასტერ ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებულები ცნობილია #1TVSPORT
მასტერ ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებულები ცნობილია #1TVSPORT

სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში თბილისის მერიის თასის გათამაშებისა და მასტერ ლიგა 1-ის ფინალური მატჩები გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც 7×7 ფეხბურთის ასოციაცია იყო.

თბილისის მერიის თასის გათამაშებაში ქალაქის სამივე ლიგაში მოასპარეზე 56 გუნდი მონაწილეობდა, ფინალში ერთმანეთს მასტერ ლიგა 1-ის წარმომადგენელი „თბილისის მერია“ მასტერ ლიგა 2-ის „კრწანისს“ დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

რაც შეეხება მასტერ ლიგა 1-ის ფინალს, დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ „ბუდაპეშტი“ და „ინტერსპორტი“ წარსდგნენ. დაძაბულ ბრძოლაში „ბუდაპეშტმა“ მეტოქეს აჯობა და ანგარიშით – 3:2 გაიმარჯვა.

გადამწყვეტ შეხვედრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძრღვანელები, პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრნენ და ფინალური მატჩების დასრულების შემდეგ სფფ-ის წარმომადგენლებმა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

თბილისის მერიის თასის გათამაშება და მასტერ ლიგა 1-ის ჩემპიონატი თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.