მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრები ბრაზილიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გამართა ბრაზილიის ნაკრებთან და 0:1 დამარცხდა.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მუნდიალის შეხვედრის პირველ ტაიმში ჩვენს ნაკრებს ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა.
თუმცა ბრაზილიელები უპირატესობას ფლობდნენ და რეალური საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ პირველ ტაიმში მხოლოდ მე-17 წუთზე ისარგებლეს – ბრაზილიელები კარლოს ალბერტო ჟუნინიომ დააწინაურა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა სამი კარგი მომენტი შექმნა და ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. მაგრამ ამ შანსებით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, მეორე შეხვედრა 0:1 წააგეს.
საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები 2 ტურის შემდეგ ორი წაგებით უქულოდაა – გუნდი ბოლო შეხვედრას 16 სექტემბერს მოლდოვასთან გამართავს.