მასიმო მორატიმ მარტინესზე და იკარდიზე ისაუბრა
მასიმო მორატიმ მარტინესზე და იკარდიზე ისაუბრა

მილანის „ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ არგენტინელების, ლაუტარო მარტინესისა და მაურო იკარდის მომავალზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

„ჩემი აზრით ლაუტაროს შენარჩუნება გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა. მას დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ ჯერჯერობით მისი შესაძლებლობები ბოლომდე არ გვინახავს. მარტინესს უდიდესი ტალანტი აქვს და ჩვენ ვოცნებობთ, რომ მან ლუკაკუსთან ერთად კლუბს წარმატებები მოუტანოს. რაც შეეხება იკარდის, ის „ინტერისთვის“ დამთავრებულია, „პსჟ“ მას სავარაუდოდ არ შეელევა. მაურო ძალიან კარგი ფეხბურთელია, ფრანგული კლუბი მისი შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – ამბობს მორატი.