მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა „რეალი“ ჩაიბაროს
მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა „რეალი“ ჩაიბაროს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, შესაძლოა, მადრიდის „რეალი“ ჩაიბაროს. როგორც „ჩირინგიტო“ (El Chiringuito) ირწმუნება, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ნანობს, რომ ამ პოსტზე არგენტინელი სპეციალისტი სანტიაგო სოლარი დანიშნა, ამიტომაც სურს 51 წლის იტალიელის მიწვევა.

იტყობინებიან, რომ პერესის თავდაპირველი სამიზნე იყო „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, მაგრამ მოგვიანებით „რეალის“ პრეზიდენტმა უარი თქვა ამ იდეაზე.

ალეგრის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. იტალიელი თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მარტში მიიღებს.

ალეგრი „იუვენტუსს“ 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და ამ პერიოდში ტურინელები ოთხჯერ გახდნენ ჩემპიონები.