მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს
მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა, „მილანის“ დამრიგებლის პოსტი დაიკავოს.

წყაროს ცნობით, 52 წლის სპეციალისტის მიწვევით ასევე დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედი“, მაგრამ, თუ ინგლისური კლუბი მაურიციო პოჩეტინოს გაფორმებას ამჯობინებს, მაშინ ალეგრი დათანხმდება „მილანში“ მუშაობას.

2019 წლის ოქტომბერში „მილანმა“ გამოაცხადა ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ სტეფანო პიოლისთან. მან შეცვალა მარკო ჯამპაოლო, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგებისთვის დაითხოვეს პოსტიდან.

ამ მომენტისთვის „მილანი“ მერვე ადგილზეა სერია A-ს ცხრილში.

მასიმილიანო ალეგრი ერთხელ უკვე წვრთნიდა „მილანს“. კლუბმა ბოლოჯერ იტალიის ჩემპიონობა სწორედ ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოიპოვა.