ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, მასიმილიანო ალეგრი უახლოეს საათებში მის ყოფილ კლუბთან, ტურინის „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
კლუბი უკმაყოფილოა ანდრეა პირლოს მუშაობით, შესაბამისად სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი გაშვება. შესაძლო შემცვლელად კი არაერთი სპეციალისტი სახელდებოდა, მათ შორის კი ზინედინ ზიდანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალი“ დატოვა.
ალეგრი „ბებერ ქალბატონს“ 2014-2019 წლებში წვრთნიდა და ამ დროის განმავლობაში გუნდმა 5-ჯერ მოახერხა იტალიის სერია A-ს მოგება და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობის დროს, „იუვენტუსს“ ბოლო დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა იტალიის თასის მოგება მოახერხა, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამოვარდა და სერია A მეოთხე ადგილზე დაასრულა. ბოლო ტურში „ნაპოლის“ ქულები რომ არ დაეკარგა, გუნდი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებოდა.