მას შეუძლია სერია ა-ში საუკეთესო გახდეს - ჯან-ლუკა დი მარციომ კვარაცხელიას პოტენციალზე ისაუბრა #1TVSPORT
„კვარაცხელიას ტრანსფერი, ფაქტობრივად, დახურულია“, – ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯან-ლუკა დი მარციომ კომენტარი serieanews-სთან გააკეთა.
„ბოლო პერიოდი გადამწყვეტია ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“ მომავლისთვის. გუნდმა ყველა მატჩი უნდა მოიგოს და „ინტერისა“ და „მილანის“ წაგების იმედი უნდა ჰქონდეს. ამავე დროს, ნეაპოლური კლუბი მომავალი სეზონისთვის სატრანსფერო ბაზარზე თავისი მენეჯმენტის მეშვეობით მუშაობს. კერძოდ, „ნაპოლიში“ ახალგაზრდა ქართველი ტალანტის, კვარაცხელიას მოსვლა გადაწყდა. უდავოდ დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი ძალიან ახლოსა, რომ 2022/2023 წლების სეზონში „ნაპოლის“ პირველი ახალწვეული გახდეს. ქართველი შემადგენლობაში ლორენცო ინსინიეს ჩაანაცვლებს. მალე ვნახავთ, იქნება თუ არა მისი ერთადერთი შემცვლელი“. – წერს იტალიური გამოცემა.
serieanews აქვეყნებს Sky Sport-ის ჟურნალისტის, ჯან-ლუკა დი მარციოს კომენტარს, სადაც მან „ნეაპოლის“ სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა:
„კვარაცხელია? მისი ტრანსფერი ფაქტობრივად, დახურულია. ხელშეკრულების გაფორმებისთვის მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებაა დარჩენილი“.
ამავე დროს, ჯანლუკა დი მარციომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის პოტენციალიც შეაფასა:
„ის ძლიერი და ნიჭიერი მოთამაშეა. ჩვენ უნდა ვნახოთ, სერია ა-ში ადაპტაციას როგორ გაივლის, მაგრამ მიმაჩნია, მას შეუძლია საუკეთესო გახდეს“.