მარვინ ვილიამსი კარიერას ასრულებს
მარვინ ვილიამსი კარიერას ასრულებს

„მილუოკი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფს გამოეთიშა. „ბაქსმა“ მეოთხედფინალურ სერიაში „მაიამი ჰიტთან“ უშანსოდ წააგო (4-1).

ჟურნალისტ რიკ ბონელის ინფორმაციით, „მილუოკის“ ვეტერანმა მარვინ ვილიამსმა კარიერა დაასრულა. აღნიშნილ ინფორმაციას მარკ სპეარსიც ადასტურებს, რომელიც აცხადებს, რომ ვილიამსმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებული 15 სეზონის შემდეგ „მაიამისთან“ კარიერის ბოლო შეხვედრა გამართა.

მარვინ ვილიამსი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2005 წლის დრაფტზე მეორე ნომრად აყვანის შედეგად მოვიდა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მან პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის რეგულარული სეზონის 1072 მატჩი ჩაატარა. სასტარტო შემადგენლობაში ვილიამსი 828-ჯერ გამოჩნდა. პლეი-ოფის მატჩებში კი მარვინი 59-ჯერ გამოჩნდა. 15 წლის მანძილზე ვილიამსი „ატლანტა ჰოუქსის“, „შარლოტ ჰორნეტსისა“ და „იუტა ჯაზის“ ღირსებას იცავდა. ბოლო წლები მან „მილუოკიში“ გაატარა. მის ანგარიშზე 11 000 ქულა და 5500 მოხსნაა.