მარვინ ვეტორიმ კარლ რობერსონს მომგუდავი ილეთით სძლია
მარვინ ვეტორიმ კარლ რობერსონს მომგუდავი ილეთით სძლია

ლას ვეგასის „აპექსის” დარბაზში დღეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ღონისძიება ჩატარდა. გიგა ჭიკაძის თანაგუნდელი მარვინ ვეტორი კარლ რობერსონს დაუპირისპირდა და მეტოქეს იოლად, პირველივე რაუნდში, მომგუდავი ილეთით მოუგო.

აღსანიშნავია, რომ რობერსონის გამო ამ ორ მებრძოლს შორის დაპირისპირება აქამდე ორჯერ გადაიდო. ამერიკელმა მებრძოლმა წონის ჩაბარება ვერც გუშინ მოახერხა.

იტალიელმა ათლეტმა ბრძოლის ნაადრევად დასრულება პირველივე რაუნდში (4:17წუთი ) შეძლო და მორიგი გამარჯვება მიითვალა.

„მე ძალიან ბევრს ვშრომობ და ვვარჯიშობ. სწორედ ამიტომ მოვიპოვე დღეს გამარჯვება. ამ ბრძოლისთვის კი განსაკუთრებული მოტივაციით ვემზადებოდი და როგორც ხედავთ შედეგიც მივიღე.”- განაცხადა ვეტორიმ ბრძოლის დასრულების შემდეგ.

მარვინ ვეტორისთვის ufc-ის ოქტაგონზე ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო.