ჩინური კლუბის „შანდულ ლუნენის“ ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი კორონავირუსით დაავადდა, – წერს გამოცემა Sina Sport.
ამ ამბის შესახებ 22 მარტს, დილით გახდა ცნობილი, ხოლო ჭორი ბელგიის ნაკრების ფეხბურთელის კორონავირუსით დაავადების შესახებ, ერთი დღით ადრე გავრცელდა.
წყაროს ცნობით, დაინფიცირებულ უცხოელ ფეხბურთელზე იტყობინება ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი და ეს მოთამაშე, სწორედ ფელაინია.
ბელგიელი ცნობილია „ევერტონში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოსვლით.
შეკრებების შემდეგ, ჩინური კლუბები ბრუნდებიან სამშობლოში და ემზადებიან ადგილობივი ჩემპიონატის სტარტისთვის, რომელიც აპრილშია დაგეგმილი. ეს შესაძლებელია იმის წყალობით, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაცია ქვეყანაში სტაბილური გახდა.