მარტვილის „მერანის“ ლიდერი გამოარჩიეს - ლიგა 2-ის მესამე წრეში საუკეთესოდ სიხარულია აღიარეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგამ ლიგა 2-ის მესამე წრის გამორჩეული მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა. ამ ეტაპზე ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად ზვიად სიხარულია აღიარეს.
მარტვილის „მერანის“ ნახევარმცველმა მესამე წრე ძალიან კარგად ჩაატარა და გუნდს მესამე ადგილზე დაწინაურების საშუალება მისცა. სიხარულიამ იმდინარე სეზონში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, მეორე წრეში კი 8 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 6 გოლი ჩაიწერა.
ამ სტატისტიკამ 29 წლის ნახევარმცველს საშუალება მისცა, ლიგის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე დაწინაურებულიყო, ხოლო ასისტენტებში ორ ფეხბურთელთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.
ამავე დროს, ზვიად სიხარულია ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვებვერდმა მე-3 წრის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა.