მარტვილის „მერანი“, მთავარი მწვრთნელთან ერთად, 13 მოთამაშემ დატოვა, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
გუნდი დატოვეს მეკარე გოგი კულუამ, მცველებმა მალხაზ გაგოშიძემ და ლაშა ჩალაძემ, ნახევარმცველებმა ზვიად სიხარულიამ, ცოტნე ფაცაციამ, ირაკლი ჯანჯღავამ და დათო ლომთაძემ, ასევე ფლანგის შემტევმა ლევან წოწონავამ. ყველა მათგანს მარტვილის „მერანი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა. მიზეზი კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობა გახდა, რაზეც კლუბის პრეზიდენტმა, ჯესი სურმავამ ორიოდე დღის წინ განცხადება გაავრცელა.
უფრო ადრე კლუბი ლიდერებმა – პაპუნა ფონიავამ, ნიკა აფაქიძემ, კიჭი მელიავამ, გიორგი გეგიამ და მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ დატოვეს.
გუნდიდან ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილაც წავიდა, რომელიც „საბურთალოში“ ითამაშებს – ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა უკვე დაადასტურა.