მარტვილელები კობიაშვილის სამწლიან მმართველობაზე - ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა
სამი წლის წინ, 2015 წლის 3 ოქტომბერს, ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ამ ამბავს მარტვილის საფეხბურთო სკოლის ადმინისტრაცია გამოეხმაურა, სადაც სტადიონის განახლებაში ფეხბურთის ფედერაციაც მონაწილეობდა. სხვა განხორციელებულ პროექტებთან ერთად, კობიაშვილის წვლილი სკოლის დაფუძნებაშიც აღნიშნეს.
„ქართულ ფეხბურთში ძირეული ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ 3 წელია რაც მიმდინარეობს და ეს ცვლილებები არის ფუნდამენტი იმისა, რომ რამდენიმე წელიწადში ქართული ფეხბურთის წარმატების პროცესი შეუქცევადი გახდეს. განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობის 3-წლიანი პერიოდი წარმატებულია. ამ პერიოდში აშენდა მარტვილში საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა. საფეხბურთო სკოლა მადლობას ვუხდით ბატონ ლევანს ჩვენს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა მარტვილში შექმნილიყო ძალიან ლამაზი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. მადლობა ბატონ ლევანს მხარდაჭერისათვის“ – წერია მარტვილელთა განცხადებაში.