მარტინ ედეგორი „არსენალის“ ახალი კაპიტანია #1TVSPORT
მარტინ ედეგორი „არსენალის“ ახალი კაპიტანია #1TVSPORT

„არსენალის“ ნახევარმცველი მარტინ ედეგორი ლონდონური კლუბის ახალი კაპიტანია, – ინფორმაციას „მეთოფეების“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ედიგორი „არსენალში“ 2021 წელს „რეალიდან“ გადავიდა – ლონდონურ კლუბში ჯერ იჯარის წესით ირიცხებოდა, შემდეგ კი გუნდმა მისი გამოსყიდვა მოახერხა.

გასულ სეზონში 23 წლის მარტინ ედეგორმა „არსენალის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.