მარტინ ბრაითვაიტი - „ბარსელონასთან“ საიდუმლო მოლაპარაკებები მქონდა
მარტინ ბრაითვაიტი - „ბარსელონასთან“ საიდუმლო მოლაპარაკებები მქონდა

„ბარსელონას“ თავდამსხმელი მარტინ ბრაითვაიტი ამბობს, რომ კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებების დროს მეუღლე მის ერთგულებაში დაეჭვდა.

„მოლაპარაკებების შესახებ არავის ვეუბნებოდი და პირველი ადამიანი, რომელმაც ამის შესახებ შეიტყო, ჩემი ცოლი იყო. უპატივცემულობა იქნებოდა მისთვის ამის არგამხელა, იმიტომ რომ ერთად ვცხოვრობთ და ოთხი შვილი გვყავს. ის თავად დაეჭვდა, როდესაც ცივ ამინდშიც კი გარეთ გავდიოდი, რომ „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან ტელეფონით მელაპარაკა. ერთხელ ისიც კი მიკითხა, საყვარელი ხომ არ გყავსო“, – მოჰყავს ბრაითვაიტის სიტყვები ესპანურ გამოცემა „სპორტს“.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ დანიელი ფორვარდი ლეგანესიდან 18 მილიონ ევროდ 2020 წელს შეიძინა.