მარსიალის გოლი მანჩესტერ იუნაიტედს 10 მილიონი დაუჯდა

16:03, 11.10.2018
MANCHESTER, ENGLAND - OCTOBER 06:  Anthony Martial of Manchester United celebrates after his team's third goal during the Premier League match between Manchester United and Newcastle United at Old Trafford on October 6, 2018 in Manchester, United Kingdom.  (Photo by Clive Brunskill/Getty Images)

ანტონი მარსიალის მიერ „ნიუკასლის“ კარში გატანილი გოლის გამო „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელის ყოფილ გუნდს, „მონაკოს“, 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

ამის მიზეზი კონტრაქტში შეტანილი ერთ-ერთი პირობაა:

როდესაც „მანჩესტერმა“ მარსიალი „მონაკოდან“ შეიძინა, შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ ფრანგული გუნდი დამატებით 10 მილიონ ევროს მიიღებდა, თუ მარსიალი 2019 წლამდე 25 საპრემიერლიგო გოლს გაიტანდა.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლთან“ 0-2 აგებდა, თუმცა 3-2 გაიმარჯვა და ანგარიში მეორე ტაიმში მარსიალმა გაათანაბრა. სწორედ ეს გამოდგა მისი ოცდამეხუთე გოლი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში.

დამატებით 10 მილიონს „მონაკო“ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მარსიალს 25-ჯერ გამოიძახებენ ნაკრებში (ამჟამად მას 18-ჯერ აქვს ნათამაშევი ეროვნულ გუნდში) და კიდევ 10 მილიონს – თუ ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვდება.

თუ ყველა მსგავსი პუნქტი დაკმაყოფილდა, „მანჩესტერს“ მარსიალი, საერთო ჯამში, 70 მილიონი ევრო დაუჯდება.

მსგავსი