მადრიდის რეალის მცველმა მარსელომ კომენტარი გაუკეთა ტურინის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერს.
„რა თქმა უნდა, ეს არის მომხიბვლელი ვარიანტი. იუვენტუსი მდიდარი ისტორიის გუნდია. მახსოვს, ვადევნებდი თვალს მის თამაშს, როცა იქ ნედვედი თამაშობდა. მას მაისურიც კი გავუცვალე. მაგრამ, ახლა რეალთან მაქვს კონტრაქტი და სიამოვნებით ვრჩები მადრიდში. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჭორები ჩემს გადასვლაზე. აუცილებლად მეცოდინებოდა, რაიმე მოლაპარაკებები რომ ყოფილიყო“, – მოჰყავს ბრაზილიელის სიტყვები ფუტბოლ იტალიას (Football Italia).
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ იუვენტუსს მარსელოს შეძენა 45 მილიონ ევროდ სურს.