როგორც Sky Sports-ი იტყობინება, 67 წლის არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა დათანხმდა მთავარი მწვრთნელის პოსტს ურურგვაის ნაკრებში, რომელმაც დაითხოვა დიეგო ალონსო. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა ალონსოს ხელმძღვანელობით ჩააგდეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, როცა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლეს.
თავად ბიელსა უკვე წელიწადზე მეტია, უმუშევარია მას შემდეგ, რაც 2022 წლის 27 თებერვალს დატოვა „ლიდსი“. ის პრეტენზიას აცხადებდა „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ლივერპულურმა კლუბმა შონ დაიჩთან თანამშრომლობა ამჯობინა.
ურუგვაი ბიელსასთვის მესამე ეროვნული გუნდი იქნება კარიერაში. ადრე ის ჩილისა და არგენტინის ნაკრებებს ავარჯიშებდა.