მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა უახლოეს ხანში ურუგვაის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამ კვირას ბიელსა მონტევიდეოში ჩავა ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გასაფორმებლად.
67 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ლიდსი“, რომელიც გასული წლის თებერვალში დატოვა. ადრე მას გაუწვრთნია „ესპანიოლი“, „ბილბაო“, „მარსელი“, “ლაციო“, „ლილი“ და არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები.