„მარსელის“ მცველი რენან ლოდი „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
„მარსელის“ მცველი რენან ლოდი „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

„მარსელის“ ბრაზილიელი მცველი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, – ინფორმაციას „ალ-ჰილალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

25 წლის რენან ლოდმა „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „მარსელის“ რიგებს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში რენან ლოდმა „მარსელის“ შემადგენლობაში 23 მატჩი გამართა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ი ბრაზილიელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ალ-ჰილალი“ სატურნირო ცხრილს 53 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრია“.