მარსელი მეხუთე ფრანგული ქალაქი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა #1TVSPORT
მარსელი მეხუთე ფრანგული ქალაქი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა #1TVSPORT

ფრანგულმა გაზეთმა L’Équipe-მა დაწერა, რომ მარსელი მორიგი ფრანგული ქალაქი გახდა, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ყატარში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს. ქალაქი არ აჩვენებს ტურნირის არც ერთ შეხვედრას დიდ ეკრანზე.

ლილი გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა. მოგვიანებით, მას შეუერთდნენ – სტრასბური, რეიმსი და ბორდო. ამგვარი პროტესტი უკავშირდება ყატარში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, აგრეთვე ეკოლოგიურ პრობლემებს, რომელიც ამ ტურნირისთვის მზადებამ გამოიწვია.

ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.