სამთო თხილამურებში მამაკაცებს შორის მსოფლიოს თასის მფლობელი გაირკვა. სლოვენიის კურორტ კრანსკა-გორაში გაიმართა სლალომის სტარტი, რომელშიც მესამე ადგილი დაიკავა ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა.
ამით მან გაინაღდა 2018-19 წლებში მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში გამარჯვება – ის მიუღწეველია კონკურენტებისთვის.
სეზონში 34 სტარტის შემდეგ, ჰირშერს 1508 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ ფრანგს ალექსის პინტუროს – 999 ქულა. სეზონის დასრულებამდე ოთხი სტარტია დარჩენილი.
მარსელ ჰირშერი ზედიზედ მერვედ (!) გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი. წლევანდელ სეზონში, მან 10 ეტაპი მოიგო.