ავსტრიელმა ლეგენდამ, მარსელ ჰირშერმა პიონჩანგში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო.
მან სამთო სათხილამურო სპორტის კომბინირებულ სახეობაში გაიმარჯვა – მთლიანობაში სლალომს და ჩქაროსნულ დაშვებას 2 წუთი და 6.52 წამი მოანდომა.
28 წლის სპორტსმენი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხილამურედ მიიჩნევა, რადგან მსოფლიო თასზე 55 გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე მას ოქრო არასდროს ჰქონდა აღებული.
ჰირშერმა ჩქაროსნული დაშვება მე-12 ადგილზე დაასრულა და სლალომში შესანიშნავი გამოსვლით ოქროს მედალი გაინაღდა.
მეორე-მესამე ადგილი ფრანგებმა გაინაწილეს – ალექსის პინტურამ ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო ვიქტორ მუფა-ჟინდემ კი ბრინჯაო.
აქამდე ჰირშერის საუკეთესო შედეგი სოჭის ოლიმპიადაზე აღებული ვერცხლი იყო (სლალომი). მას მიმდინარე ოლიმპიადაზე კვლავ ექნება თავის გამოჩენის და მედლების მოპოვების შანსი. ჰირშერი სლალომში, გიგანტურ სლალომში და სუპერ გიგანტში გამოდის.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე