ავსტრიელი სამთო მოთხილამურე მარსელ ჰირშერი პირველი ადამიანი გახდა ამ სპორტის სახეობაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონობა შვიდჯერ მოიპოვა. ისტორიულ შედეგს ჰირშერმა სლოვენიაში გამართულ ტურნირზე მიაღწია, სადაც შაბათს, 3 მარტს მოგებულ გიგანტურ სლალომს მომდევნო დღეს სლალომის მოგებაც დაუმატა, როდესაც მეორეადგილოსან ჰენრიკ კრისტოფერსონს 1.22 წამით აჯობა.
შვიდი ტიტულიდან ჰირშერს ხუთი გიგანტურ სლალომში აქვს მოგებული, ორი კი სლალომში. ამ მიღწევით ავსტრიელმა სპორტსმენმა თავის თანამემამულეს, ანემარიე მოზერ-პროლს გაუსწრო, ვისაც 1969-1980 წლებში ექვსი ტიტული ჰქონდა მოგებული.