მარსელ დესაი - მბაპემ „მანჩესტერ სიტიში“ არ უნდა ითამაშოს, იქ ძალიან მკაცრი დისციპლინაა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მსოფლიო ჩემპიონმა მარსელ დესაიმ „მანჩესტერ სიტიში“ კილიან მბაპეს შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელს გვარდიოლას კლუბი არ შეესაბამება.
„მბაპე „სიტის“ ფეხბურთელი არ არის, იქ არ უნდა ითამაშოს, რადგან გვარდიოლას ძალიან მკაცრი დისციპლინა აქვს. „სიტის“ სათამაშო მანერა ინდივიდუალური სტილის ფეხბურთელებისთვის არ არის განკუთვნილი. ისინი გამუდმებით მოძრაობენ და ფონს პასებით გადიან. მბაპე ასე არ თამაშობს. მას სჭირდება ბურთი, რომ ინდივიდუალურად შეცვალოს სიტუაცია. ის ტოპ-ფეხბურთელია, მაგრამ არა „მანჩესტერ სიტისთვის“, – ციტირებს მარსელ დესაის სიტყვებს Goal.com.