მაროტას კანდიდატურა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე განიხილება
„იუვენტუსის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტა, შესაძლო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სპორტული დირექტორი გახდეს, ირწმუნება „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia). ამ თანამდებობაზე ის ედ ვურვარდს შეცვლის, რომელიც, ბოლო პერიოდში, გულშემატკივრებმა კრიტიკის ქარ0-ცეცხლში გაატარეს.
ცნობილი ხდება ასევე, რომ მაროტა თავის ამჟამინდელ თანამდებობას 25 ოქტომბერს დატოვებს. იტალიელი „მანჩესტერში”, სავარაუდოდ, ანტონიო კონტესაც მიიყვანს. კონტე, რომელმაც ზაფხულში დატოვა „ჩელსი”, ამჟამად უმუშევარია და, როგორც ამბობენ, მაროტა მას მოურინიოს შემცვლელად განიხილავს. კიდევ ერთ კანდიდატად „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობაზე ზინედინ ზიდანი სახელდება.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „იუვენტუსის” გენერალური მენეჯერის თანამდებობიდან მაროტას წასვლის შემდეგ, ეს პოზიცია შეიძლება სწორედ ზიდანს ხვდეს წილად.