მაროკოს ნაკრები ჩემპიონატს გამოეთიშა (ვიდეო)

B ჯგუფის მატჩი პორტუგალიისა და მაროკოს ნაკრებებს შორის ძალიან დაძაბული გამოდგა და მაყურებელმა ბევრი სახიფათო მომენტი იხილა. მატჩის მე-4 წუთზე კრიშტიანო რონალდომ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ვარდნაში დაარტყა თავი და მეტოქის კარში გაგზავნა. ამმის შემდეგ ინიციატივას მაროკოელები დაეუფლნენ და ორი ტაიმის მანძილზე უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს. თუმცა, ხან მეკარე რუი პატრისიუ იყო მოწოდების სიმაღლეზე და ხან მაროკოელთა ბოლო დარტყმას სიზუსტე აკლდა.

საბოლოოდ, მატჩში მეტი გოლი არ გასულა, პორტუგალიამ პირველ თამაშში აღებულ ქულას კიდევ სამი დაუმატა და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მაროკოს მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩა.

ბოლოს გეტყვით, რომ კრიშტიანო რონალდო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 4 გოლით ლიდერობს. გარდა ამისა, მისი დღევანდელი გოლი 85-ეა სანაკრებო კარიერაში, რითაც მან ლეგენდარული უნგრელის, ფერენც პუშკაშის რეკორდი დაამხო.

B ჯგუფის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და ირანი დაუპირისპირდებიან, 22:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, 19:00 საათზე, A ჯგუფში ურუგვაი და საუდის არაბეთი ითამაშებენ.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!