მაროკოს ნაკრები აფრიკის ერთა ჩემპიონი გახდა [ვიდეო]

მაროკოს ეროვნულმა გუნდმა აფრიკის ერთა ჩემპიონატის ფინალში მალი დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც ამ ასპარეზობაზე ტიტულის დაცვა მოახერხა.

მატჩში ანგარიში 69-ე წუთზე ბუფტინის გოლით გაიხსნა, რასაც მალევე მაროკოელების მეორე წარმატებული შეტევა მოჰყვა და 79-ე წუთზე ელ ქააბიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ფინალამდე მაროკომ კამერუნის ნაკრებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო მალიმ პენალტების სერიაში გვინეა დაამარცხა.