კორონავირუსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სულ ცოტა 10 კალათბურთელს დაუდგინდა. პირველად COVID 19 „იუტას“ ცენტრ რუდი გობერს დაუდგინეს.რის შემდეგაც ლიგამ სეზონი გაურკვეველი ვადით შეწყვიტა.
რუდი გობერი, ისევე როგორც მისი თანაგუნდელი დონოვან მჩელი კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდნენ. ასევე ინფექცია დაამარცხა დეტროიტელმა კრისტიან ვუდმა. გამოჯანმრთელებულ სპორტსმენთა სიას „ბოსტონის“ წევრი მარკუს სმარტიც დაემატა, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.