მარკუს სმარტი ჯოელ ემბიდთან მომხდარი ინციდენტის გამო მოედნიდან გააძევეს [ვიდეო]
„ბოსტონის“ 25 წლის კალათბურთელი მარკუს სმარტი დინჯი ხასიათით ნამდვილად არ გამოირჩევა, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც დადასტურდა. „სელტიკსმა“ სტუმრად „ფილადელფიასთან“ ანგარიშით 118-115 წააგო.
მატჩის მესამე პერიოდში მოედანზე საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. მარკუს სმარტმა ჯოელ ემბიდს ხელი ჰკრა და პარკეტზე დააგდო. ამან კამერუნელის ლოგიკური გაღიზიანება გამოიწვია და კალათბურთელებს და მსაჯებს დაპირისპირებული სპორტსმენების გაშველება მოუწიათ.
მარკუს სმარტი მომხდარის გამო მსაჯებმა მოედნიდან გააძევეს. შესაძლოა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სადისციპლინო კომიტეტმა სმარტი რადენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.