მარკუს სმარტი ჯოელ ემბიდთან მომხდარი ინციდენტის გამო 50,000 დოლარით დაჯარიმდა
ბოსტონისა და ფილადელფიას მატჩები მშვიდ გარემოში არასოდეს მიმდინარეობს. ამ ორი გუნდის დაპირისპირებას ბოლო დროს ყოველთვის ახლავს კალათბურთელებს შორის ინციდენტები.
გამონაკლისი არც სელტიკსისა და სევენთისიქსერსის ბოლო შეხვედრა იყო. მესამე პერიოდში მარკუს სმარტმა ფილადელფიას ცენტრ ჯოელ ემბიდს ხელი კრა და პარკეტზე დააგდო, რამაც მოედანზე არეულობა გამოიწვია. მოგვიანებით მსაჯებმა ის ინციდენტის გამო გააძევეს. როგორც ირკვევა ეროვნული საკალათბურთპ ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა სმარტს დამატებითი სანქცია დაუწესა: კალათბურთელს $50.000 ჯარიმა დააკისრეს.