მარკუს რეშფორდმა მანჩესტერში უსახლკაროებს საშობაო საჩუქრები დაურიგა
მარკუს რეშფორდმა მანჩესტერში უსახლკაროებს საშობაო საჩუქრები დაურიგა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა დედასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საშობაო აქციაში #InTheBox, რომლის ორგანიზატორიც თავად გახლდათ.

ფეხბურთელმა მოინახულა მანჩესტერში უსახლკაროთა სამი ყველაზე დიდი თავშესაფარი – „ბარნაბასი“, „ცენტრპოინტი“ და „ლაიფშერი“. მარკუსმა და დედამისმა დაახლოებით 1200 საჩუქარი დაარიგეს.

„ძალიან ვამაყობ იმით, საიდანაც ვარ წარმოშობით. კიდევ იმით, რომ ჩვენს ქალაქში ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებისთვისაც ეს ყველაფერი არ არის სულერთი. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ მათი, ვინც დაეხმარა ამ აქციას და შეეცადა სამყარო ოდნავ უკეთესი გამხდარიყო”, – დაწერა რეშფორდმა „ინსტაგრამში“.

მარკუს რეშფორდი 1997 წელს დაიბადა მანჩესტერში და 22 წელია ამ ქალაქში ცხოვრობს.

ამ სეზონში მან პრემიერლიგის 17 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.