მარკუს მორისი და ჯეილენ ბრაუნი წუთშესვენების დროს თანაგუნდელებმა გააშველეს (ვიდეო)
ნბა-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ბოსტონი“ „მაიამის“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 115-99 დამარცხდა.
წაგების გარდა, ბოსტოლენებისთვის აღნიშნულ შეხვედრაში კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა: ერთ-ერთი წუთშესვენების დროს, ჯეილენ ბრაუნს და მარკუს მორისს ერთმანეთთან უთანხმოება მოუვიდათ. „სელტიკსის“ კალათბურთელები გუნდელებმა გააშველეს და ამით სიტუაცია განმუხტეს. მორისმა მატჩი 17 ქულით დაასრულა. ჯეილენ ბრაუნმა კი 14 ქულა დააგროვა.