საკალათბურთო „ევროთასის“ გათამაშებაზე, ჯგუფური ეტაპის მე-9-ე ტურში, მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია, „რეჯინამ“. იტალიურმა კლუბმა, იერუსალიმში, ადგილობრივი „ჰაპოელი“ დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით 79-66 დაამარცხა და ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად, დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ წარმატებაში, სოლიდური წვლილი, რეჯო კალაბრიელთა ქართველმა ლეგიონერმა, მანუჩარ მარკოიშვილმა შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ძირითად ხუთეულში იყო და მოედანზე თითქმის ნახევარი საათი გაატარა. მანუჩარმა, ამ ხნის განმავლობაში, საკუთარ გუნდს, 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მანუმ, 8 დან 3 ორქულიანი, 4 დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. სტუმრებმა გადამწყევტი უპირატესობა, თამაშის ბოლო მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 17-6 მოიგეს. ამ გამარჯვების შემდეგ, მასიმილიანო მენეტის გუნდი, საკუთარ ჯგუფში, საუკეთესო ოთხეულში იმყოფება. 27 დეკემბერს, „რეჯინა“ საკუთარ მოედანზე, მიუნხენის „ბაიერნს“ მიიღებს, რომელსაც ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს